Belive

გიორგი ნიჟარაძეს ვერნონ პიუს ჯილდო გადაეცა

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს მსოფლიო რაგბიმ ვერნონ პიუს ჯილდო გადასცა:

,,ცხოვრება, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ თამაშის განვითარებას მიუძღვნა! ვულოცავთ გიორგი ნიჟარაძეს ვერნონ პიუს ჯილდოს მიღებას დამსახურებული ღვაწლისთვის. - წერს მსოფლიო რაგბი

ვერნონ პიუს ჯილდო 2001 წლიდან გადაეცემა კონკრეტულ პიროვნებას, კავშირს ან ჯგუფს, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით საკუთარ ქვეყანასა და საერთაშორისო დონეზე რაგბის განვითარებაში.

მისი ბოლო მფლობელი ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ფარა პალმერი იყო.