Belive

გიორგი კვესელაძე 8-დან 12 კვირამდე გამოტოვებს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს სარაგბო ნაკრებისა და "გლოსტერის" ცენტრმა გიორგი კვესელაძემ რუმინეთთან შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს მორაგბემ კუნთისა და მყესის მესამე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ტრავმა საკმაოდ მძიმეა. ამ დაზიანების მოსაშუშებლად რეაბილიტაციისთვის 8-12 კვირა არის საჭირო.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ რუმინეთი გართულებების გარეშე, 31:7 დაამარცხა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის, 19 მარტს ესპანეთში, ბადახოსში პორტუგალიას ერკინება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

Live.ge-ს რედაქცია გიორგი კვესელაძეს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სხვა სტატიები