გიორგი ახალაძე კლერმონის ღირსებას დაიცავს
5 თვის წინ
რაგბი
1 წთ
25 წლის ქართველი ბურჯი, გიორგი ახალაძე "კლერმონის" ღირსებას დაიცავს. ახალაძემ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ფრანგული რაგბის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში 2026 წლამდე ითამაშებს.
გიორგი ახალაძე "ბეზიეს" ღირსებას იცავდა და Pro D2-ის გასულ სეზონში, 20 მატჩში (795 წუთი) მიიღო მონაწილეობა. ქართველმა მორაგბემ 2 ლელოს გატანაც შეძლო.
შეგახსენებთ, გიორგი ახალაძეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართი 5 მატჩში აქვს მორგებული.