გელა აფრასიძე სანაკრებო მატჩებს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს
2 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,მონპელიეს'' მორაგბე, გელა აფრასიძე, 8 ოქტომბერს, ,,კასტრთან'' შეხვედრაში შესრულებული სახიფათო ბოჭვის გამო, 5-კვირიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
Live.ge-სთან საუბარში გელამ აღნიშნა, რომ 10-კვირიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა გასაჩივრების შემდეგ სასჯელი 5 კვირამდე შემცირდა.
სამწუხაროდ, აფრასიძეს დისკვალიფიკაცია ეროვნულ ნაკრებშიც შეეხება. შედეგად, ქართველი მორაგბე ,,ბორჯღალოსნებს'' ურუგვაისთან, სამოასთან და უელსთან მატჩებში ვერ დაეხმარება.
გელა აფრასიძის ბოჭვა ,,კასტრთან'' მატჩში: