Belive

გელა აფრასიძე კლუბს იცვლის, თუმცა TOP 14-ში რჩება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "მონპელიეს" 9 ნომერი - გელა აფრასიძე კლუბს იცვლის.

ცნობილი ფრანგული მედია გამოცემა "lequipe.fr"-ის ცნობით, 25 წლის ქართველი მორაგბე "ბაიონთან" კონტრაქტზე უნდა შეთანხმდა და სეზონის ბოლოს "მონპელიეს" დატოვებს.

გელა აფრასიძე "მონპელიეში" 2017 წლიდან თამაშობს, თუმცა ძირითად გუნდში მხოლოდ 23 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში გელამ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 2-ჯერ სასტარტო თხუთმეტეულში დაიწყო.

2023 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბაიონი" საკმაოდ აქტიურია. მათ უკვე 4 მორაგბე ოფიციალურად გაიფორმეს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კლუბს ავსტრალიელი მორაგბე - რის ჰოჯი შეუერთდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ "ბაიონში" საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი - კონსტანტინე მიქაუტაძე თამაშობს.

სხვა სტატიები