"ძალიან, ძალიან მკაცრი ჯარიმა, რომ აღარაფერი ვთქვათ ყვითელ ბარათზე": ნაიჯელ ოუენსი ამაშუკელის შესახებ
2 წლის წინ
რაგბი
3 წთ
- სამხრეთ აფრიკისა და უელსის შეხვედრაში ნიკა ამაშუკელმა იმსაჯა
- დენ ბიგარი ნიკა ამაშუკელზე: ,,არ ვიცი, მსაჯი ჩვენგან რას ელოდა”
- “ყოჩაღ, ბატონო არბიტრო” – გავლენიანი სამხრეთ აფრიკული გამოცემა ამაშუკელის პერფორმანსს ეხმაურება
ნაიჯელ ოუენსი: "მკაცრად დაისაჯა თუ არა ლუის რის-ზამიტი? არა მხოლოდ როგორც უელსელი, არამედ როგორც მსაჯი, ან შესაძლოა ყოფილი მსაჯი - დიახ, ჩემთვის მიღებული გადაწყვეტილება ცოტა მკაცრი იყო. რის-ზამიტმა გააკეთა ის, რაც დამცველმა მოთამაშემ უნდა გააკეთოს. კონტაქტის შემდეგ, მბოჭავმა მიწაზე მყოფი მოთამაშე უნდა გაათავისუფლოს, შემდეგ ადგეს ფეხზე და ბურთისთვის ამ მდგომარეობაში იბრძოლოს. ჩემთვის რის-ზამიტის ქმედება არის სახელმძღვანელოში შესატანი. შესანიშნავი დარტყმის შემდეგ, ლუისი ხელებს ათავისუფლებს, დგება ფეხზე, ისე რომ ეს ყველაფერი მკაფიოდ გამოჩნდა და შემდეგ ის ლეგალურად იბრძვის ბურთზე. ჩემი აზრით, ლუის რის-ზამიტის წინააღმდეგ, ძალიან, ძალიან მკაცრი ჯარიმა დაინიშნა, რომ აღარაფერი ვთქვათ ყვითელ ბარათზე".