Belive

დიდი დაბრუნება - ედი ჯონსი ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

წარმოშობით ავსტრალიელი, 62 წლის- ედი ჯონსი, ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ედი ჯონსი 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა. 2001-2005 წლების ჩათვლით კი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

სწორედ 2003 წელს, ედი ჯონსმა ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის მსოფლიო თასის ფინალში გაიყვანა, თუმცა დამარცხდა.

ედი ჯონსი "უოლაბებს" 2027 წლის ჩათვლით ჩიაბარებს. მისი ოფიციალური წარდგენის ცერემონია 2023 წლის 29 იანვარს შედგება.

სხვა სტატიები