Belive

ჩესლინ კოლბე და სემ ქეინი თანაგუნდელები გახდნენ

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ფინალისტები ჩესლინ კოლბე და სემ ქეინი თანაგუნდელები გახდნენ. სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებების ვარსკვლავები "სანტორი სანგოლიათის" ღირსებას დაიცავენ.

იაპონურმა სარაგბო კლუბმა, ახალწვეულები წარადგინა და მართალია, კონტრაქტის ოფიციალური პირობები არ საჯაროვდება, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსოფლიო რაგბის ვარსკვლავები სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებენ.

შეგახსენებთ, "სანტორი სანგოლიათის" მთავარი მწვრთნელის პოსტს მილტონ ჰეიგი იკავებდა. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ჰეიგმა ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და იაპონური სარაგბო კლუბი ჩაიბარა. ამჟამად, "სანტორის" იაპონელი კიონორი ტანაკა წვრთნის.