Belive

ჩელენჯ ქაფი | შავმა ლომმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ჩელენჯ ქაფის მეორე ტურის შეხვედრაში, "სკარლეტსისა" და "შავი ლომის" დაპირისპირება შედგა. ლჰანეჰლიში გამართული მატჩი, "შავი ლომის" გამარჯვებით, 7:23 დასრულდა.

პირველმა პროფესიონალურმა ქართულმა ფრენჩაიზმა, რომელმაც ჩელენჯ ქაფის სადებიუტო სეზონში მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა, პირველი გამარჯვება მოიპოვა და ქართული რაგბის ისტორია დაწერა.

მატჩის პირველი ტაიმის საწყისი 20 წუთი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და პირველი ლელოც მასპინძლებმა გაიტანეს, რის შემდეგაც "შავი ლომი" როგორც ტერიტორიულ, ასევე ბურთის ფლობის სრულ უპირატესობას დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში "შავმა ლომმა" ზეწოლა კიდევ უფრო გაზარდა და მეტოქე პირწმინდად დაჯაბნა, რაც საბოლოოდ მატჩის შედეგზეც აისახა და ქართულმა კლუბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ლუკა მატკავა დასახელდა, რომელმაც მორიგი სოლიდური პერფორმანსი შემოგვთავაზა.

ფოტო: ლევან ვერძეული

სხვა სტატიები