Belive

ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა ტონგასთან

1 თვის წინ რაგბი
2 წთ

შემოდგომის ტესტ-მატჩების დასკვნით დაპირისპირებას, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ტონგას წინააღმდეგ გამართავს. წლის ბოლო საშინაო სანაკრებო მატჩი, 24 ნოემბერს, 18:00 საათზე, "მიხეილ მესზე" გაიმართება.

იტალიასთან მატჩის შემდეგ, რიჩარდ კოკერილმა "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ნაკრებს ბექა საღინაძე დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ტონგას წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. "ბორჯღალოსნების" სამატჩო განაცხადში გიორგი შველიძე მოხვდა, რომელსაც კუნძულელების წინააღმდეგ დებიუტი ექნება. აღსანიშნავია, რომ გიორგი ვეტერანი "ბორჯღალოსნის", გოდერძი შველიძის შვილია.

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე, 2. ვანო კარკაძე, 3. ირაკლი აფციაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. სანდრო მამამთავრიშვილი, 22. გელა აფრასიძე, 23. გიორგი შველიძე.

"ბორჯღალოსნები" ტონგას 7-ჯერ დაუპირისპირდნენ და 5 გამარჯვება მოიპოვეს. უკანასკნელი მატჩი 2018 წლის 24 ნოემბერს, ასევე “მიხეილ მესხზე” გაიმართა, სადაც საქართველომ დღემდე სარეკორდო სხვაობით, 20:9 გაიმარჯვა.

სხვა სტატიები