Belive

ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა პორტუგალიის წინააღმდეგ

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

17 მარტს, 23:55 საათზე, პარიზში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. ფინალურ მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგება.

აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნები ფინალში საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდებიან. 2018 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა ტიტული ზედიზედ 6-ჯერ მოიგეს, რითაც წინა რეკორდი გაიმეორეს (2011-2016) და თუ 17 მარტს გაიმარჯვეს, საკუთარ მიღწევას გააუმჯობესებენ

პრინციპული მატჩისთვის, რიჩარდ კოკერილმა ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

სხვა სტატიები