ბორჯღალოსანი ლაშა ლომიძე ინგლისურ კლუბში ჩაირიცხა
5 წლის წინ
რაგბი
1 წთ
27 დეკემბერს ბორჯღალოსანი - ლაშა ლომიძე ოფიციალურად ინგლისურ კლუბში - "დონკასტერში" ჩაირიცხა. ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა "დონკასტერის" ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი.
"დონკასტერი" 1875 წელს შეიქმნა. მათ 4 ჯერ აქვთ მოგებული "იორკშაიერის" თასი. ახლა ისინი ინგლისის მეორე დივიზიონში გამოდიან და 9 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზე იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ ლაშა ლომიძეს ინგლისურ კლუბში თამაშის გამოცდილება აქვს, იგი "ლონდონ აირიშ-ში" ირიცხებოდა. ბოლოს კი ლაშამ ფრანგულ გუნდში - "ორიაკში" ითამაშა.View this post on Instagram