"ბოლომდე ვეცდებით, რომ ქართველები შევაჩეროთ" - იტალიის მწვრთნელი
2 წლის წინ
რაგბი
4 წთ
- ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ… საქართველო
- ბორჯღალოსნები | ხუთი დებიუტანტით ზაფხულის სერიებისთვის
- კირან ქროული – საქართველოს მსოფლიოში საუკეთესო ბურჯები ჰყავს და მათი შერკინება გასაოცარია
- იტალიის ნაკრები ივლისის ტესტ მატჩებისთვის დაირაზმა | შემადგენლობა

ანდრეა მორეტი: "რუმინეთის მსგავსად, საქართველო ძლიერი შერკინებით გამოირჩევა. ორივე მათგანი შერკინებაში უპირატესობის მოპოვებასა და მოწინააღმდეგის დაჯარიმებას ცდილობს. რუმინეთის წინააღმდეგ გამართული მატჩის დასაწყისში მცირედი სირთულეები გვქონდა, საქართველოსთან ეს არ უნდა განმეორდეს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ქართველების ძლიერი შერკინება შევაჩეროთ. მნიშვნელოვანია, რომ მთელი წონით მოძალების შესაძლებლობა არ მივცეთ - წინააღმდეგობას მაშინაც განვაგრძობთ, როცა ბურთი მათი 8 ნომრის ფეხებში იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ბურთის შერკინებაში შენარჩუნებას შეეცდება და წინსვლას შეეცდება. "ბორჯღალოსნებისა" და არგენტინა XV-ის დაპირისპირება გავარჩიეთ, თუმცა, ამას არ ვენდობით. "ბორჯღალოსნებისთვის" ზაფხულის ტესტ-მატჩებზე ეს პირველი შეხვედრა იყო. ჩვენს წინააღმდეგ გაცილებით განსხვავებული თამაში იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ 80 წუთის განმავლობაში, ფიზიკურ მომზადებაში პრობლემა არ ექნებათ. ტექნიკური ასპექტების გარდა, კვირას გასამართი დაპირისპირების შედეგზე გავლენას ემოცია და განწყობაც მოახდენს - ეს არის ორი კომპონენტი, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოვემზადოთ".შეგახსენებთ, ზაფხულის ტესტ-მატჩების ეგიდით გამართულ პირველ შეხვედრაში, საქართველოსა და არგენტინა XV-ის დაპირისპირება შედგა. ქუთაისში გამართული მატჩი, "ბორჯღალოსანთა" მარცხით 24:30 დასრულდა. იტალიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2 მატჩის გამართვა მოასწრო. პორტუგალია 31:38 იტალია, რუმინეთი 15:43 იტალია.