ბექა გორგაძე: "ისეთი ხარისხის რაგბი უნდა ვითამაშოთ, რაც აქამდე არ გვითამაშია..."
4 წლის წინ
რაგბი
1 წთ
"სიმართლე რომ გითხრათ, აქამდე არც კი მჯეროდა რომ ეს რეალობა იქნებოდა და 8 ერში მიგვიღებდნენ. სასწაული გრძნობაა ამ რთულ პერიოდში, როდესაც ორი ტესტ მატჩის იმედად ხარ და უცებ ამხელა შესაძლებლობა გამოგვიჩნდა. რაც შეეხება ჯგუფს, ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გეყოლება ამ ჯგუფში, რადგან შანსი მოგვეცა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ისეთი ხარისხის რაგბი უნდა ვითამაშოთ, რაც აქამდე არ გვითამაშია, სხვა გზა არ არის". - ბექა გორგაძე