BBC: "მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო უელსს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის..."
6 ერის დასრულების შემდეგ, "BBC Sport"-მა ვრცელი ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, სადაც 6 ერის მიმდინარე გათამაშების გუნდებსა და სტატისტიკებზე გაამახვილა ყურადღება.
უელსის ნაკრების განხილვისას, BBC Sport-მა მოახლოებულ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზეც ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრებიცაა ნახსენები.
"უელსს ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა სურთ. მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები დაკომპლექტდა, მათ იმის დიდი ამბიცია ჰქონდათ, რომ ჯგუფიდან მარტივად გავიდოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა ამბებმა და ფაქტებმა ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე უელსს საქართველოსთან რევანში აქვს ასაღები, რადგან ბოლო მატჩში "ბორჯღალოსნებმა" უელსი "პრინსიპალიტიზე" 2022 წლის ნოემბერში დაამარცხეს".
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატი 8 სექტემბერს აიღებს სტარტს და 28 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში: უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.