Belive

"აუტებში მეტად სწრაფები და აგრესიულები უნდა ვიყოთ" - ბორჯღალოსნების მწვრთნელი

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩს, "ბორჯღალოსნები" ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავენ. 10 თებერვალს, 14:00 საათზე, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

ნიდერლანდებთან მატჩის წინ, "ბორჯღალოსნებმა" გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართეს, ხოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ, დერეფნისა და დაცვის მწვრთნელმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

პირველ კვირაში ბევრი ვიმუშავეთ, ახლა კიდევ უფრო აქტიურად ვიტვირთებით და იმედი გვაქვს, ნიდერლანდებთან მატჩისთვის მზად ვიქნებით. გერმანიაში არც ისე კარგ პირობებში ვითამაშეთ, მაგრამ დებიუტანტებმა გამოცდილი მოთამაშეებისგან დიდი დახმარება მიიღეს. გერმანიის წინააღმდეგ მათ კარგად იმუშავეს.

მინდა წინა მწვრთნელის მუშაობა გამოვყო, რომელმაც აუტებზე კარგი სამუშაო გასწია და ახლა ამ გეგმის გაგრძელებას ვაპირებთ. დერეფანში მეტად სწრაფები და აგრესიულები უნდა ვიყოთ, რაც იმის შანსს მოგვცემს, რომ ამ ასპექტში ბევრად უკეთესები გავხდეთ. - შონ სოვერბი.

სხვა სტატიები