"არგენტინა XV დამოუკიდებელი გუნდი რომ იყოს, მერწმუნეთ, მსოფლიო რეიტინგის მოწინავე 15-ეულში აუცილებლად იქნებოდა" – დარწმუნებულია "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე.
საქართველო არგენტინა XV-ს, რომელიც წელს განსაკუთრებით ძლიერი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული 3 ივლისს ქუთაისში, "აია არენაზე", 18 საათზე მასპინძლობს. ეს იქნება ჩვენი გუნდის პირველი თამაში ზაფხულის სერიაში, რასაც 10 ივლისს იტალიასთან (ბათუმში) და 16 ივლისს პორტუგალიასთან (ქუთაისში) შეხვედრები მოყვება.
"ბორჯღალოსნები" მომავალი მატჩებისთვის 26 ივნისიდან, ქუთაისში ემზადებიან:
"ინტენსიურად ვემზადებით. ჩამოვიდნენ ახალი მწვრთნელები, რომლებმაც მზადების პროცესში ახალი დეტალები შემოიტანეს. თავდაუზოგავად ვშრომობთ პროფესიულ გარემოში და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ეს თამაშები წარმატებით დავასრულოთ" – ამბობს შარიქაძე და პირველ მეტოქეს ახასიათებს:
"არგენტინა XV არის გუნდი, საიდანაც ამ ქვეყნის პირველი ნაკრები იკვებება. როგორც წესი, აქ მოხვედრილი მორაგბე 2-3 წელიწადში ძირითადი გუნდის წევრი ხდება. ფაქტია, ვეთამაშებით ძალიან ძლიერ გუნდს კვალიფიციური მწვრთნელით, რომლის შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეები არიან, რომელთა ანგარიშზე უკვე რამდენიმე კეპია. ხარისხიანი და რთული თამაში გველოდება, რაც აუცილებლად წაგვადგება იტალიასთან მატჩის წინ".
ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა ივლისის ტესტებზე
პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა), ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა); ბექა გიგაშვილი (ტულონი), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), გურამ პაპიძე (ლა როშელი);
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ბეიონი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი);
მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), ოთარ გიორგაძე (ბრივი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი);
ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი); თედო აბჟანდაძე (ბრივი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);
12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი);
11-14: აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), სანდრო თოდუა (შავი ლომი), დავით მესხი (ენისეი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი);
15: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).
წყარო:საქართველოს რაგბის კავშირი