Belive

"გუნდის სახელით გპირდებით, რომ აუცილებლად გაგახარებთ" - მერაბ შარიქაძე

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, უელსისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. ნანტში გამართული დრამატული მატჩი, უელსის გამარჯვებით 43:19 დასრულდა - თუმცა ხარისხობრივად ბორჯღალოსნებმა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და ბოლო წუთამდე ბრძოლაში იყვნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ პირველი კომენტარი გააკეთეს.

მთელი მატჩის განმავლობაში ბრძოლაში ვიყავით. საბოლოოდ ვინგერმა ტრავმა მიიღო ფულბექი კი გაგვისინბინეს, რამაც საბოლოოდ გაგვტეხა. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავდიოდით, ეს ვერ შევძელით და იმედგაცრუებუკები ვართ. მსოფლიო თასი გამარჯვების გარეშე დავასრულეთ და ამას აუცილებლად გავუკეთებთ სწორ ანალიზს.

ვერანაირად ვერ ვიქნებით კმაყოფილი ამ მსოფლიო თასით, რადგან დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ყველგან მოსაგებად ვთამაშობდით, მაგრამ ვერ შევძელით. მსაჯზე საუბარი არ ღირს, პირველ ტაიმში ჩვენს დასახულ გეგმას ავცდით. მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს - ნამდვილად არ დაგვკლებია მათი ქომაგობა. იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთი ქომაგობის საპააუხოდ ჩვენი გეგმების სისრულეში მოყვანა ვერ შევძელით. ძალიან დიდი პატივისცემა გულშემატკივარს და ვპირდები გუნდის სახელით, რომ მათ აუცილებლად გავახარებთ.


-

სხვა სტატიები