Belive

ალანია Pro D2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

7 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის Pro D2-ის მე-5 ტურის შეხვედრაში, "ორიაკისა" და "გრენობლის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით 27:23 დასრულდა.

"ორიაკის" გამარჯვებაში ლომის წილი ქართველმა მორაგბეებმა დაიდეს - ბექა შვანგირაძემ 57-ე წუთზე მეტოქე დაალელოვა, 12 წუთის შემდეგ კი ლელოს გატანა მიშიკო ალანიამ შეძლო. აღსანიშნავია, რომ გამორჩეული თამაშის გამო, ალანია Pro D2-ის მე-5 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

სხვა სტატიები