ახალი ზელანდია 18:20 საფრანგეთი - ლეგენდარული მატჩიდან 15 წელი გავიდა
2007 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, გულშემატკივარმა რამდენიმე გამორჩეული მატჩი იხილა. ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებით კარგად ახსოვს გიორგი შკინინის ბრწყინვალე ჩაჭრა, სოლო რეიდი და ფენომენალური ლელო ირლანდიის წინააღმდეგ, თუმცა, ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ახალ ზელანდიასა და საფრანგეთს შორის გაიმართა.
ზუსტად ამ დღეს, 15 წლის წინ, რაგბის მსოფლიო თასის პლეი-ოფში ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის დაპირისპირება შედგა. დრამატული მატჩი "ოლ ბლექსის" მარცხით, 18:20 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ძლევამოსილი მეტოქის დამარცხების შემდეგ, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად განიხილებოდა, თუმცა 1/4-ფინალში ფრანგები ინგლისთან დამარცხდნენ (14:9). 2007 წლის რაგბის მსოფლიო თასის ტრიუმფატორი კი სამხრეთ აფრიკა გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისს 6:15 სძლია.