Belive

ახალი სარაგბო საკლუბო ტურნირი და საქართველოს როლი

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის ორგანიზებით ახალი სარაგბო საკლუბო ტურნირი იწყება, რომელშიც 8 ქვეყნის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ინფორმაციას, Rugger.info ავრცელებს. Rugger.info-ს მტკიცებით, ახალი ტურნირი 2021 წლის სექტემბერში აიღებს სტარტს. ტურნირში 8 გუნდი იასპარეზებს და ტერიტორიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მონაწილეები ორ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. პირველ ოთხეულში - ნიდერლანდების, ბელგიის, ესპანეთისა და პორტუგალიის გუნდები იასპარეზებენ. მეორე ოთხეულს - საქართველოს, რუმინეთის, რუსეთისა და გერმანიის კლუბები დააკომპლექტებენ. არსებული ინფორმაციით, ქვეყანა თავად წყვეტს ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი გაუშვას თუ "ფრანჩიზა". ცნობილია, რომ რუსეთის სახელით ტურნირში "ენისეი" იასპარეზებს - პორტუგალია კი "ფრანჩიზას" გაიყვანს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გუნდი 6 მატჩს გამართავს (3-საშინაო/3-საგარეო). ჯგუფური ეტაპი სექტემბრიდან - დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ნახევარფინალური მატჩები აპრილში შედგება, ხოლო ფინალური დაპირისპირება მაისში გაიმართება. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ტურნირის ფინანსურ ხარჯებს მსოფლიო რაგბი გაიღებს. ასევე ცნობილია, რომ გუნდების სატრანსპორტო ხარჯებს მსოფლიო რაგბი დაფარავს.

სხვა სტატიები