6 ერის წლის საუკეთესო მორაგბედ იტალიელი დასახელდა
10 თვის წინ
რაგბი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრების ხაზის მოთამაშე - ტომასო მენონჩელო, 2024 წლის 6 ერის გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მენონჩელო ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა (21 წლის), რომელმაც ეს ტიტული მოიგო.
მას ჯილდო იტალიის ფედერაციის პრეზიდენტმა - მარციო ინოჩენტიმ, იტალიელმა მორაგბეებმა - მიკელე ლამარომ და ხუან იგნასიო ბრექსმა და იტალიის მთავარმა მწვრთნელმა - გონსალო კესადამ გადასცეს.
