6 ერის გამარჯვებული ირლანდიის ნაკრები გახდა
6 ერის 2023 წლის გათამაშების დასკვნით ტურში ირლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისს უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 29:16 დაამარცხა.
ენდი ფარელის გუნდმა ტურნირი 5-დან 5 გამარჯვებით დაასრულა და ექვსი ერის მოგება გრანდ სლემით შეძლო.
მეორე ადგილზე 20 ქულით საფრანგეთის ნაკრები გავიდა, რომელსაც ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურამდე ჰქონდა, მესამეზე - შოტლანდია, მეოთხეზე - ინგლისი, მეხუთეზე - უელსი, მეექვსეზე კი - იტალია (5-დან 5 მარცხი).
დღევანდელ შეხვედრაში ჯონი სექსტონმა 7 ქულა მოაგროვა, პირველი საჯარიმო კი ისტორიული გამოდგა - ირლანდიელთა ათიანმა ექვს ერში მოპოვებული ქულების რაოდენობით რონან ო'ჰარას გადაუსწრო და ტურნირის ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. სექსტონის გარდა, ჩემპიონი გუნდიდან ქულები დენ შეჰანმა (2 ლელო), რობი ჰენშოუმ (ლელო) და რობ ჰერინგმა (ლელო) შეძლეს.
6 ერის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები იყო, რომელმაც შარშან ტურნირი ასევე 5 მოგებით დაასრულა.