6 ერი | შოტლანდია უელსის წინააღმდეგ დაირაზმა
2 წლის წინ
რაგბი
1 წთ
6 ერის 2024 წლის გათამაშება, 2 თებერვალს აიღებს სტარტს. ევროპულ სანაკრებო რაგბს მონატრებულ, პირველივე ტურში სანახაობრივი მატჩები ელით.
6 ერი საფრანგეთისა და ირლანდიის მატჩით გაიხსნება, თუმცა, 3 თებერვალს, 20:45 საათზე, არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება გველის - ლეგენდარულ "პრინსიპალიტიზე" უელსი შოტლანდიას უმასპინძლებს.
პრინციპული მატჩის წინ, შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გრეგორ თაუნსენდმა "ნარშავების" შემადგენლობა დაასახელა.
Your Scotland team for our @SixNationsRugby opener in Cardiff this Saturday 🏴
— Scottish Rugby (@Scotlandteam) February 1, 2024
More ➡️ https://t.co/awzaGfR20q pic.twitter.com/meEpKayksP