Belive

6 ერი | საფრანგეთის შემადგენლობა ინგლისის წინააღმდეგ

2 კვირის წინ რაგბი
1 წთ

2025 წლის 6 ერის ჩემპიონატის მეორე ტურში, სარაგბო კლასიკა გაიმართება. 8 თებერვალს, 20:45 საათზე, ინგლისის მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩს მთავარი არბიტრის რანგში, ნიკა ამაშუკელი გაუძღვება.

ინგლისთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის, ფაბიენ გალტიემ საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

საფრანგეთის შემადგენლობა

ხაზი: 15. ტომას რამოსი, 14. დამიან პენო, 13. პიერ-ლუის ბარასი, 12. იორამი მოეფანა, 11. ლუის ბილ-ბიარი, 10. მატიე ჟალიბერი, 9. ანტუან დუპონი (C).

შერკინება: 1. ჟან-ბაპტისტ გროსი, 2. პეტო მაუვაკა, 3. უინი ატონიო, 4. ალექსანდრე რუმა, 5. ემანუელ მაფუ, 6. ფრანსუა კროსი, 7. პოლი ბოდენტი, 8. გრეგორი ალდრიტი.

მარქაფა: 16. ჟულიენ მარშანი, 17. სირილ ბაილი, 18. ჯორჯ-ჰენრი კოლომბი, 19. ჰუგო არადუ, 20. მიშელ გილარი, 21. ოსკარ ჯეგუ, 22. ნოლან ლე გარეკი, 23. ემილიენ გაილეტონი.

სხვა სტატიები