Belive

6 ერი | ყველაფერი მეორე ტურის შესახებ

3 წლის წინ რაგბი
8 წთ
6 ერის 2021 წლის გათამაშების პირველი ტურის დასრულებიდან 1 კვირის შემდეგ, ევროპული სანაკრებო რაგბის მოყვარულებს, მეორე ტურში არანაკლებ საინტერესო მატჩები ელით. პირველ ტურში ინგლისი სენსაციურად დამარცხდა და შოტლანდიას 38-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მიეცა ინგლისთან სტუმრად მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნის შესაძლებლობა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა საფრანგეთმა - აუტსაიდერი იტალია სტუმრად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა. უელსმა მედგარ ბრძოლაში კაცნაკლული ირლანდია დაამარცხა - შეიძლება ითქვას, რომ "სამყურებს" მესამეხაზელმა პიტერ ო'მაჰოუნიმ უმტყუნა, რომელიც მოედნიდან წითელი ბარათით გააძევეს. ირლანდიელებმა დასანანი შეცდომა მატჩის მიწურულსაც დაუშვეს, როდესაც გაწითლებულ დროში, ჯარიმის 5-მეტრიანში გადატანა ვერ შეძლეს და ბურთი უელსელთა ჩათვლის მოედანს გადააცილეს. 6 ერის მეორე ტურის პირველი შეხვედრა ინგლისში, "ტვიქენჰემზე" გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი პირველი გამარჯვების მოპოვებასა და იტალიის დამარცხებას შეეცდება. დღის ბოლოს, გაცილებით უფრო დაძაბული ბრძოლა ედინბურგში, "მერიფილდზე" გაიმართება, სადაც "შოტლანდია" "უელსს" დაუხვდება. კვირას, 14 თებერვალს, დუბლინში "ავივაზე" ირლანდია საფრანგეთს უმასპინძლებს. ირლანდიისა და საფრანგეთის დაპირისპირება ტურის ცენტრალურ მატჩადაა მიჩნეული და უდიდეს ინტერესს იწვევს.

13 თებერვალი, 18:15 საათი, "ტვიქენჰემი" ინგლისი - იტალია 


11111

პირველ ტურში განცდილი მარცხის მიუხედავად, წყვილში უპირობო ფავორიტად ინგლისი ითვლება. ედი ჯონსის გაწვრთნილი ნაკრები მოქმედი ჩემპიონის სტატუსს ატარებს და აუტსაიდერი იტალიის დამარცხება ინგლისელთათვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ინგლისი: 15. ელიოტ დეილი, 14. ენტონი უოტსონი, 13. ჰენრი სლეიდი, 12. ოუენ ფარელი (კ), 11. ჯონი მეი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგსი, 1. მაკო ვუნიპოლა, 2. ლუკ კოვან-დიკი, 3. კაილ სინკლერი, 4. მარო იტოჯე, 5. ჯონი ჰილი, 6. კორტნი ლავსი, 7. ტომ ქარი, 8. ბილი ვუნიპოლა მარქაფა: 16. ჯეიმი ჯორჯი, 17. ელის გენჯი, 18. უილ სტიუარტი, 19. ჩარლი ეველსი, 20. ბენ ერლი, 21. ჯეკ უილისი, 22. დენ რობსონი, 23. მაქს მალინსი იტალია: 15. ჯაკოპო ტრულა, 14. ლუკა სპერანდიო, 13. ხუან იგნასიო ბრექსი, 12. კარლო ქანა, 11. მონტი იოანე, 10. პაოლო გარბისი, 9. სტეფან ვარნი, 1. ანდრეა ლოვოტი, 2. ლუკა ბიჯი (კ), 3.მარკო რიკიონი, 4. მარკო ლაზარონი, 5. დავიდ სისი, 6. სებასტიან ნეგრი, 7. იოან მაიერი, 8. მიჩელე ლამარო მარქაფა: 16. ჯანმარკო ლუჩეზი, 17. დანილო ფისკეტი, 18. ჯოშუე ზილოჩი, 19. ნიკოლო ქანონე, 20. ფედერიკო რუზა, 21. ჯულიელმო პალაცანი, 22. ტომასო ალანი, 23. ფედერიკო მორი

13 თებერვალი, 20:45 საათი, "მარიფილდი" შოტლანდია - უელსი



სარაგბო მიმომხილველები "მარიფილდზე" ნამდვილ დრამას ვარაუდობენ. პირველ ტურში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, შოტლანდია და უელსი ამაღლებულ განწყობაზე არიან. შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ძირითად შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა - ჯეიმ ლანგი, დარსი გრემი და ბლეიდ ტომპსონი ძირითად შემადგენლობაში არიან. უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მთავარ მწვრთნელს, იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუწია. პირველ ტურში მიღებული ტრავმების გამო ტომოს უილიამსი და დენ ლიდიატი განაცხადს მიღმა დარჩნენ. მათ შემცვლელად, უეინ პივაკმა გარეტ დევისსა და აარონ უეინვრაიტს უხმო.უელსელთა მთავარ დანაკლისს ჯორჯ ნორსი წარმოადგენს. შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი (კ), 14. დარსი გრემი, 13. კრის ჰარისი, 12. ჯეიმს ლანგი, 11. დუან ვან დერ მერვე, 10. ფინ რასელი, 9. ალი პრაისი, 1. რორი სათერლენდი, 2. ჯორჯ ტარნერი, 3. ზანდერ ფაგერსონი, 4. სკოტ კამინგსი, 5. ჯონი გრეი, 6. ბლეიდ ტომპსონი, 7. ჰემიშ უოტსონი, 8. მეთ ფაგერსონი მარქაფა: 16. დევიდ ჩერი, 17. ოლი კებლე, 18. უილემ პეტრუს ნელი, 19. რიჩი გრეი, 20. გარი გრემი, 21. სკოტ სტილი, 22. იაკო ვან დერ უალტი, 23. ჰიუ ჯონსი უელსი: 15. ლეიგჰ ჰალფპენი, 14. ლუის რის-ზამიტი, 13. ოუენ უოტკინი, 12. ნიკ ტომკინსი, 11. ლიამ უილიამსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეტ დევისი, 1. უინ ჯონსი, 2. კენ ოუენსი, 3. ტომას ფრენცისი, 4. ადამ ბერდი, 5. ალუნ ვინ ჯონსი (კ), 6. აარონ უეინვრაიტი, 7. ჯასტინ ტიპურიკი, 8. ტაულუპე ფალეტაუ მარქაფა: 16. ელიოტ დი, 17. როდრი ჯონსი, 18. ლეონ ბრაუნი, 19. უილ როულენდსი, 20. ჯეიმს ბოტემი, 21. კირან ჰარდი, 22. კალუმ შიდი, 23. უილის ჰალაჰოლო

14 თებერვალი, 19:00 საათი, "ავივა" ირლანდია - საფრანგეთი



6 ერის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, "ავივაზე", ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. 6 ერის წლევანდელ გათამაშებაში ორივე ერს საჩემპიონო ამბიცია აქვს. ირლანდიისგან განსხვავებით, რომელიც უელსთან დამარცხდა, საფრანგეთმა იტალია სტუმრად ბონუს ქულით დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. ირლანდიასა და საფრანგეთს შორის გამართული უკანასკნელი დაპირისპირება ფრანგების გამარჯვებით დასრულდა. 6 ერის 2020 წლის გათამაშებაში საფრანგეთმა პარიზში უმასპინძლა ირლანდიას და ანგარიშით 35:27 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დუბლინში გამართული უკანასკნელი სამი დაპირისპირებიდან - სამივე ირლანდიის გამარჯვებით დასრულდა. "სამყურები" პიტერ ო'მაჰოუნისა და ჯონი სექსტონის გარეშე იასპარეზებენ. ო'მაჰოუნი მიღებული წითელი ბარათის შემდეგ, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა - სექსტონმა პირველი ტურის შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ირლანდია: 15 ჰუგო კინანი, 14 კიტ ერლსი, 13 გარი რინგროუსი, 12 რობი ჰენშოუ, 11 ჯეიმს ლოუი, 10 ბილი ბარნსი, 9 ჯემისონ გიბსონ-პარკი; 1 კიან ჰილი, 2 რობ ჰერინგი, 3 ენდრიუ პორტერი, 4 ტადჰ ბირნი, 5 იან ჰენდერსონი, 6 რის რუდოკი, 7 ჯოშ ვან დერ ფლიერი, 8 სიჯეი სტანდერი (კ). მარქაფა: 16 რონან კელეჰერი, 17 ედ ბირნი, 18 ტადჰ ფურლონგი, 19 ულტან დილანი, 20 უილ კონორსი, 21 კრეიგ კეისი, 22 როს ბირნი, 23 ჯორდან ლარმური საფრანგეთი: 15. ბრის დულინი, 14. დამიან პენო, 13. არტურ ვინსენტი, 12. გაელ ფიკუ, 11. გაბინ ვილიერე, 10. მატიუ ჟალიბერი, 9. ანტუან დუპონი, 1. კირილ ბაილი, 2. ჟულიენ მარშანი, 3. მოჰამედ აუასი, 4. ბერნარდ ლე რუ, 5. პოლ ვილემსე, 6. ენტონი ჟელონში, 7. ჩარლზ ოლივონი, 8. გრეგორი ალდრიტი მარქაფა: 16. პიერ ბურგარიტი, 17. ჰასან კოლინგარი, 18. უინი ატონიო, 19. რომან ტაოფიფენუა, 20. დილან კრეტინი, 21. ბაპტისტ სერინი, 22. ენტონი ბუტიე, 23. ტედი ტომასი.

სხვა სტატიები