6 ერი | იტალია შოტლანდიის წინააღმდეგ დაირაზმა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
2-კვირიანი პაუზის შემდეგ, 6 ერი ბრუნდება. მე-4 ტურში იტალიის მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს და საფრანგეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ეცდება გამარჯვებას.
იტალიისა და შოტლანდიის დაპირისპირება 9 მარტს, 18:15 საათზე გაიმართება. პრინციპული მატჩის წინ, იტალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გონსალო კესადამ, "აძურის" ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.