6 ერი | ინგლისი უელსის წინააღმდეგ დაირაზმა
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
10 თებერვალს, 20:45 საათზე, 6 ერის მეორე ტურის მატჩში, ინგლისისა და უელსის დაპირისპირება შედგება. პირველ ტურში, იტალიასთან მოპოვებული დრამატული გამარჯვების შემდეგ, "ვარდები" ამჯერად უელსს შეერკინებიან და "ტვიქენჰემზე" ადგილობრივი გულშემატკივრის გახარებას შეეცდებიან.
ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სტივ ბორთვიკმა, "ვარდების" ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.