Belive

20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები | ოთხი ცვლილება შოტლანდიასთან

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
20-წლამდე ექვსი ერის ზაფხულის სერიების ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას, უმცროსი "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. პრიციპული დაპირისპირება, 6 ივლისს, თბილისის დროით, 19:00 საათზე შედგება. უმცროსი "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა - ლადო კილასონიამ, შოტლანდიის წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რაზმში 4 ცვლილებაა.
289749551_3228655644074608_8834945088892284458_n

ფულბეკის პოზიციაზე თამაშს პირველად იწყებს საბა ლიპარტელიანი, რომელიც წინა ორ შეხვედრაში მარქაფაში იყო. შეიცვალა ღერძიც, სადაც 9 ნომრის პოზიციაზე დავით ხუროშვილი დაბრუნდა, ხოლო მგეზავად პეტრე ხუციშვილი (ლელო). ერთი ცვლილებაა პირველ ხაზში, სადაც სასტარტო შემადგენლობაში ალექსანდრე ქუნთელია ბრუნდება. შეგახსენებთ, 20-წლამდე ექვსი ერის ზაფხულის სერიების ჯგუფური ეტაპის საწყის ორ ტურში, U20 საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიასა და უელსს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, უმცროსი "ბორჯღალოსნები" ორივე შეხვედრაში მძიმე ბრძოლაში დამარცხდნენ. ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები