Belive

ზურაბ ზვიადაურს თავდებში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები უდგებიან

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ოლიმპიური ჩემპიონები, ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგებიან. "ტვ პირველს" აღნიშნული ინფორმაცია დაკავებული სპორტსმენის ადვოკატმა მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულს თავდებში პოლიტიკოსებიც ჩაუდგებიან, თუმცა კონკრეტულად ვინ აპირებს თავდებში ჩადგომას, უფლებადამცველისთვის უცნობია. შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტი ლაშა ბექაური განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის ნათლულია. ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს.  ზვიადაურის ადვოკატები, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა, თავად ზვიადაურიც და ის ბრალს არ აღიარებს. ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი თელავის რაიონულ სასამართლოში, სავარაუდოდ, 19 აგვისტოს განიხილება.

სხვა სტატიები