ზურაბ დათუნაშვილი: ,,90% კარიერას დავასრულებ”
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა, belive-ს უთხრა, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობს:
,,მგონი, 90% პროცენტი კარიერას დავასრულებ. ზუსტად არ ვიცი, შეიძლება, სალიცენზიო ტურნირებში ჩავერთო.
ოპერაცია გავიკეთე და არ ვიცი, ჩემი ორგანიზმი რამდენად იქნება მზად. თუ არადა, მგონი, დავასრულებ," - თქვა დათუნაშვილმა.
დათუნაშვილი 2019 წლიდან სერბეთის სახელით ასპარეზობს.
32 წლის სპორტსმენის ანგარიშზე არაერთ ჯილდოსთან ერთად ოლიმპიური ბრინჯაოცაა.