მინსკში მიმდინარე მე-2 ევროპულ თამაშებზე კანოეში, 200 მეტრ დისტანციაზე, ზაზა ნადირაძემ ფინალში იასპარეზა და მე-4 ადგილი დაიკავა.
ქართველმა სპორტსმენმა გაცურვა კარგად დაიწყო, საპრიზო ადგილებსაც იკავებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მიღებულმა ტრავმამ შეაწუხა. საბოლოოდ, ზაზა ფინიშის ხაზთან 44.955 წამში მივიდა და გამარჯვებულ ბელორუსს 2.120 წამით ჩამორჩა.