Belive

ზაგრების გრან პრი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
24-26 სექტემბერს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პირველი საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაგრების გრან პრიზზე 2 ახალგაზრდა სპორტსმენს აძლევს შანსს, რომელთათვისაც ეს მათი სადებიუტო შეჯიბრი იქნება დიდებში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ზაგრების გრან პრიზზე

-73 კგ: ჯუმბერ მელაძე (18 წლის, სადებიუტო შეჯიბრი უფროსებში) -81 კგ: ტატო გრიგალაშვილი; ზაურ დვალიშვილი (19 წლის, სადებიუტო შეჯიბრი უფროსებში) -90 კგ: ლუკა მაისურაძე

სხვა სტატიები