Belive

"ამ ამბის საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ დაპირისპირება 5 რაუნდიანია" - ჯონ მაკარტი

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

 Weighing In პოდკასტში ჯონ მაკარტიმ და ჯოშ ტომსონმა ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრეს. ყოფილი მებრძოლი და მსაჯი ამ დაპირსპირების მიმართ კარგად არიან განწყობილნი და თვლიან, რომ გულშემატკივარი კარგ სანახაობას იხილავს.

"ჯოშ ტომპსონი: თოფურიასა და ემეტის დაპირისპირება დიდებული ბრძოლა იქნება. თოფურია ჯოშს თეიქდაუნებით შეაწუხებს და მას იმაზე ფიქრიც მოუწევს, როგორ შეაჩეროს ილიას ფეხის დარტყმები. კარგი ბრძოლა იქნება. ვიღაც დანოკაუტდება. ვფიქრობ, საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე არ მივა.

ჯონ მაკარტი: ამ ამბის საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ ეს დაპირისპირება საღამოს მთავრი ბრძოლაა და 5 რაუნდიანია.

ილია თოფურიასა და ჯოშ ემეტს შორის დაპირისპირება, თბილისის დროით, 18 ივნისს შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჯოშ ემეტმა ბოლო ბრძოლა დროებით საჩემპიონო ქამარზე გამართა, სადაც იაირ როდრიგესის წინააღმდეგ დამარცხდა.

ამჟამად, თოფურია UFC-ის რეიტინგში მე-9 ადგილზეა, ჯოშ ემეტი კი, მე-5 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები