ვლადიმერ ნუცუბიძემ ლაშა ბექაურის მოხსნის მიზეზი განმარტა
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქართველმა საერთაშორისო კატეგორიის არბიტრმა - ვლადიმერ ნუცუბიძემ, Live.ge-სთან, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ლაშა ბექაურის მოხსნის მიზეზი განმარტა.
"სამწუხარად წარმატებული ილეთის შესრულებისას ლაშამ დაუშვა ტექნიკური შეცდომა და მისი ტატამთან შეხების პირველი წერტილი იყო თავი, რაც ახალი წესებით ისჯება “ჰანსოკუ მაკე”-თი. მსგავსად ლუკა მაისურაძისა და მონღოლის შეხვედრისა.
იმედია ლაშა და ლუკა წარმატებით გააგრძელებენ ბრძოლას და საქართველოს ყულაბა ორი ბრინჯაოს მედლით შეივსება".