Belive

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი: "არასწორი ინფორმაციაა, კარიერა არ დამისრულებია..."

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
26 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კარიერა დაასრულა.

Live.ge ქართველ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა და ქართველი ფალავნის თქმით, მას ამის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და კარიერა ჯერ არ დაუსრულებია, შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის კარიერული მედლები მსოფლიო ჩემპიონატი – ოქროს მედალი (2015 წელი); ვერცხლის მედალი (2014 წელი); ბრინჯაოს მედალი (2017 წელი) ევროპის ჩემპიონატი – 3 ოქროს მედალი (2014, 2016, 2017 წლები); ვერცხლის მედალი (2011 წელი); ბრინჯაოს მედალი (2013, 2018 წლები) ოლიმპიადა – ოქროს მედალი (2016 წელი); ვერცხლის მედალი (2012 წელი). შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ქართველმა მოჭიდავემ ტოკიოს ოლიმპიადისთვის ლიცენზია ვერ მოიპოვა.

სხვა სტატიები