Belive

ვინისუსი: "გოლი ასეთ სტილში რონალდუს გამო ვიზეიმე"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გამართულ ელ კლასიკოში შესრულებული ჰეთ-თრიქის ავტორმა, ვინისიუს ჟუნიორმა მედიასთან ისაუბრა. ბრაზილიელმა ვარსკლავმა განმარტა, თუ რატომ აღნიშნა გოლი კრიშტიანუ რონალდუს სტილში.

"რონალდუ ჩემი კერპია და გოლის ასეთ სტილში აღნიშვნის მიზეზიც ეს გახლავთ. საუდის არაბეთში ძალიან ვუყვარვარ და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ.

"ბარსელონასთან" თამაში მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ თითქმის სრულყოფილი ფეხბურთი ვითამაშეთ. იდეალური იქნებოდა, ლევანდოვსკის გოლი რომ არ გაგვეშვა", - თქვა 23 წლის ფეხბურთელმა.

მადრიდის "რეალმა" "ბარსელონას" - 4:1 მოუგო, ბრაზილიელმა კი გოლები მე-7, მე-10 და 39-ე წუთებზე გაიტანა.

სხვა სტატიები