Belive

ვილი სანიოლი: "ახალი, უფრო ძლიერი გუნდის შენებას ვცდილობთ"

3 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

"გუნდში ატმოსფერო ძალიან კარგია. სექტემბერთან და ოქტომბერთან შედარებით უკეთესი გარემო გვაქვს.

2025 წლის ნოემბრის შეკრების დროს, ფეხბურთელებთან წარსულზე, აწმყოსა და იმაზე, თუ როგორ ვხედავ მათთან ერთად მომავალს, ბევრი ვისაუბრეთ. უახლოეს წარსულში ნაჩვენები შედეგები არასაკმარისი და არადამაკმაყოფილებელი გახლდათ. ფეხბურთელებს ამ ყველაფერზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. გასული კვირის განმავლობაში, ოქტომბრისგან განსხვავებული ენერგია დავინახე. 

იური ტაბატაძე ერთ-ერთი ახალი ფეხბურთელია, რომელიც ამ შეკრების დროს შემოგვიერთდა. მასთან ამ კვირის განმავლობაში ბევრი არ გვისაუბრია, მაგრამ კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ, იბერია 1999-ში, საქართველოს ჩემპიონატში კარგად თამაშობდა და მას მაშინვე ვაკვირდებოდით, მაგრამ მისი სადებიუტო თვეები კადისში განსაკუთრებული გამოდგა. მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ კვირით, რომლის განმავლობაშიც იური ტაბატაძესთან ერთად ვიმუშავეთ. 

წინა თვეშიც ვთქვი, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებია და ამიტომ მათზე უკეთესად თამაშის ამბიცია ვერ გვექნება. ვენი გუნდის ამბიცია არის ის, რომ ესპანეთთან წინა მატჩში დაფიქსირებული შედეგის (0:2) გაუმჯობესებას შევეცადოთ. იმ მატჩში მეტი გოლიც შეიძლება გაგვეშვა, მაგრამ ყველაზე მეტად ნაწყენი უემოციოდ თამაშით გახლდით და იმით, რომ მოედანზე შესაბამისი განწყობა ვერ დავინახეთ. შევეცდებით, რომ უფრო მეტი ამბიციით გამოვიდეთ მოედანზე, უკეთესი თამაში ვაჩვენოთ. მინდა, რომ ემოციებთან და ენერგიასთან ერთად, უკეთესი გუნდური თამაში ვნახო.

ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ მოხდა გასულ თვეებში ჩვენი ჩავარდნა. ვფიქრობ, ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო და ციდან დასაბრუნებლად გარკვეული დრო დაგვჭირდა. ეს ფეხბურთელების კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა გახლდათ და ამის შემდეგ იგივე ამბიციებით და ემოციებით მოედანზე გასვლა გაგვიჭირდა. ჩვენი მიზანია, რომ ამბიცია დავიბრუნოთ. ჩვენ პატარა გუნდი ვართ და როცა ორ და სამ ფეხბურთელს, თანაც წამყვანს ტრავმა ან სხვა პრობლემა აქვს, მისი ჩანაცვლება მარტივი არ არის. ამიტომ აუცილებელია, რომ გუნდში ახალი სახეები გამოჩნდნენ და მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელზე არ გახლდეთ დამოკიდებულები. იმედი მაქვს, 2025 წლის ნოემბრის მატჩები, ასევე შემდეგი წლის გაზაფხულის და ზაფხულის სანაკრებო პერიოდები, ახალი, უკეთესი გუნდის შენება მოვახერხოთ.

გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს, ზოგჯერ ყველაფერი ძალიან კარგადაა, ზოგჯერ ზედმეტად რთულად. გულშემატკივარს ვთხოვ, რომ ემოცია და დამოკიდებულება შეინარჩუნონ.", - ამბობს ვილი სანიოლი.

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 15 ნოემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უნდა უმასპინძლოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები