Belive

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

აბუ დაბის გრანდ სლემის დასრულების შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიო რეიტინგი განაახლა.

შეგახსენებთ, რომ აბუ დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 სინჯის: ოქროსა და ბრინჯაოს მედლებია.

ოქროს მედალი 66 კგ წონით კატეგორიაში -ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა აქტივში და მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა.

1000 ქულის მოპოვებით, ვაჟა მარგველაშვილის ანგარიშზე 4531 სარეიტინგო ქულაა და იგი 66 კგ წონით კატეგორიაში მესამე პოზიციას იკავებს.

66 კგ წონითი კატეგორიის TOP 5

შეგახსენებთ, რომ ვაჟა მარგველაშვილს 2023 წლის 16 თებერვლის შემდეგ მედალი არ ჰქონდა მოპოვებული და ევროპის ჩემპიონატის წინ მოგებული შეჯიბრი მას კარგად წარადგება.

ევროპის ჩემპიონატი 3-5 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართება.

სხვა სტატიები