Belive

ვაჟა მარგველაშვილი ჰააგას გრანდ პრიზის გამარჯვებულია! (ვიდეო)

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
16 ნოემბერს, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში სტარტი აიღო გრანდ პრიზმა ძიუდოში, სადაც საქართველოს სახელით 5 სპორტსმენი ასპარეზობს. პირველ დღეს, საქართველოს სახელით, -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობდა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ებრაელი ბაშურ შმაილოვი დაამარცხა და ჰააგის გრანდ პრიზის გამარჯვებული გახდა. შეგახსენებთ, რომ ხვალ, საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (-81 კგ) იჭიდავებენ.  

სხვა სტატიები