უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან მატჩისთვის ერთ-ერთი ლიდერი დაუბრუნდება
უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში, უკრაინას ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ციგანკოვი დაუბრუნდება.
უკრაინის ნაკრებს გასულ თვეებში საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი, "ჟირონას" 26 წლის შემტევი კი მოედანს უახლოეს დღეებში უნდა დაუბრუნდეს.
როგორც ესპანური გუნდის მთავარი მწვრთნელი, მიჩელი პრესკონფერენციისას ამბობს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეოთხე ტურში "პსვ ეინდჰოვენთან" მატჩისთვის ციგანკოვი მზად იქნება. მან გუნდთან ერთად ვარჯიში სრული დატვირთვით უკვე განაახლა და სავარაუდოდ, ამ კვირაშივე თამაშს შეძლებს, შემდეგ კი თავისი ქვეყნის ნაკრებსაც დაეხმარება.
საქართველოს ნაკრები უკრაინას 16 ოქტომბერს, ბათუმში უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.