Belive

უახლესი ინფორმაცია ლაშა ბექაურის ჯანმრთელობის შესახებ

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ძიუდოს მსოფიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, სადაც გუნდური შეჯიბრი მიმდინარეობდა, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტმა - ლაშა ბექაურმა ტრავმა მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა ახლა ნაკრების ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა - ზურაბ კახაბრიშვილმა ევროპის ჩემპიონტზე დეტალურად ისაუბრა. "ორი დღის განმავლობაში მიდიოდა კონსილიუმი, სადაც ჩართულები იყვნენ რადიოლოგები, ორთოპედები, ტრავმატოლოგები, სპორტული მედიცინის წარმომადგენლები, ესწრებოდნენ როგორც ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე მწვრთნელები და მინდა გითხრათ, რომ პროგნოზი ძალიან კარგია, დინამიკაში ყველაფერი დასტაბილურდა და შემიძლია გითხრათ, რომ ბექაური ინდივიდუალურად ვარჯიშს იწყებს მწვრთნელებთან ერთად, იქნება სპეციფიურ მზადებაზე, რა თქმა უნდა რეაბილიტაციასთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოლიმპიადისთვის ბექაური სრულ მზადყოფნაში იყოს, რადგან გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და მოიპოვოს ოლიმპიური მედალი". - ზურაბ კახაბრიშვილი.

სხვა სტატიები