თვის საუკეთესო გუნდში: ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ში გამოარჩიეს
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "სენტ-ეტიენის" შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
Whoscored-მა "მწვანეების" 24 წლის ლიდერი ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა, სადაც თავისი გუნდიდან ერთადერთი ფეხბურთელია და თვის ჭრილში 7.17 კოეფიციანტიანი შეფასება აქვს.
29 მარტიდან მოყოლებული, ზურიკო დავითაშვილმა "პსჟ-სა" და "ბრესტთან" საგოლე პასების გაკეთება შეძლო, "სტრასბურგთან" კი გოლის გატანა მოახერხა და გუნდს ლიგა 1-ში დარჩენისათვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარა.
ზურიკო დავითაშვილს "სენტ-ეტიენის" შემადგენლობაში, 31 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და 7 საგოლე პასი გაკეთებული.
🇫🇷 Ligue 1 Team of the Month pic.twitter.com/mZm4i7i0Hm
— WhoScored (@WhoScored) April 30, 2025