Belive

წყალბურთის კონფერენს თასზე თბილისის დინამოს მეტოქეები ცნობილია

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

წყალბურთში ევროპული საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დასრულდა. თბილისის „დინამო“ კონფერენს თასის A ჯგუფში მოხვდა და მატჩებს სტუმრად ჩაატარებს.

თბილისური კლუბი აღნიშნული თასის A ჯგუფში: ხორვატულ „სოლარისს“, მონტენეგროს „ბუდუჩნოსტსა“ და ესპანურ „სანტ ანდრეუს“ დაუპირისპირდება.

მატჩებს ხორვატიული ქალაქი შიბენიკი უმასპინძლებს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 11 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. თბილისელებს რთული, მაგრამ საინტერესო მატჩები ელოდებათ.

„დინამომ“ წინა სეზონშიც იასპარეზა კონფერენს თასზე, სადაც, სამწუხაროდ, თბილისურმა კლუბმა ოთხივე შეხვედრა დათმო.