ცნობილია, როდის შედგება ილია თოფურიას შემდეგი ბრძოლა
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია მომავალ ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს.
Marca-ის ინფორმაციით, დაპირისპირება მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, UFC 308-ზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში შედგება.
BMF-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია, ,,მატადორი'' კი ბრძოლას დათანხმდა.
ილიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 15, UFC-კი 7 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლაში 18 თებერვალს ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ქამარს დაეუფლა.