Belive

ცნობილია რა ოდენობის თანხა გამოიმუშავეს ძიუდოისტებმა მინსკში

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
მინსკის მე-2 ევროპულ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს. 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ჩვენმა ბიჭებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ცნობილია, თუ რა ოდენობის თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა მინსკში. ოქროს მედლების მოგების გამო, გურამ თუშიშვილმა (+100) და ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60) 119-119 ათასი ლარი მიიღეს. თითოეულ ბრინჯაოს მედალოსანზე 59 ათასი ლარია განკუთვნილი. ამირან პაპინაშვილმა (-60), ვაჟა მარგველაშვილმა, (-66) ბაგრატ ნინიაშვილმა (-66) და ლუკა მაისურაძემ (-81) სწორედ ეს თანხა მიიღეს. რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს, ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვერცხლის მედლით 85 ათასი ლარი დაიმსახურა.

სხვა სტატიები