საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში 2021 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოვების ცერემონიალი მიმდინარეობს.
2021 წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი და ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ტალახაძე დასახელდნენ.