Belive

წლის პირველი შეკრება - საქართველოს ნაკრები საერთო წვრთნაზე ავსტრიაში იმყოფება

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ოლიმპიური წელიწადიც დაიწყო - პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე 200 დღეზე ნაკლები დარჩა, ნაკრებებმა კი მოსამზადებელი პროცესი ავსტრიაში დაიწყეს.

8 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით ავსტრიის კურორტი მიტერზილი საერთო შეკრებას უმასპინძლებს. შეკრებაზე 55 ქვეყნის 900-ზე მეტი ძიუდოისტი იმყოფება. მათ შორის არიან ქართველი ფალავნები.

ტატო გრიგალაშვილი და ლომერ ჟორჟოლიანი
თენგო ზირაქაშვილი და გიორგი სარდალაშვილი
ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა შავდათუაშვილი

მიტერსილი მასპინძლობს ტოპ ვარსკვლავებს, იქ იმყოფება ცხრა ოლიმპიური ჩემპიონი და ოთხი მსოფლიო ჩემპიონი, რაც უზრუნველყოფს ამ შეკრების ხარისხისა და რაოდენობის შერწყმას.

შეგახსენებთ, რომ IJF-ს პირველი საერთაშორისო შეჯიბრი 2024 წლის 26-28 იანვარს პორტუგალიაში, პორტუგალიის გრან პრი იქნება, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ქალი სპორტსმენით: ეთერ ასკილაშვილი, მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილით არის წარმოდგენილი.

სხვა სტატიები