Belive

წლის პირველი შეჯიბრი - ძიუდოისტები 2022 წელს პორტუგალიაში იწყებენ | შემადგენლობა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
2022 წელს, ძიუდოს პირველი საერთაშორისო შეჯიბრი პორტუგალიის ქალაქ ალმადაში გაიმართება, სადაც წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ნაკრები 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.  ალმადას გრან პრი სტარტს 28 იანვარს აიღებს და 30 იანვარს დასრულდება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების თავკაცის - ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, პორტუგალიის გრან პრიზე შანსი მიეცემათ ახალგაზრდა ძიუდოისტებს და ნაკრებში არაერთი ახალი სახე იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი -66 კგ: თენგო ზირაქაშვილი -73 კგ: გიორგი ტერაშვილი -81 კგ: დიმიტრი გოჩილაიძე -90 კგ: იმედა გოგოლაძე; ნიკა ხარაზიშვილი -100 კგ: გიორგი ბერიაშვილი +100 კგ: საბა ინანეიშვილი; გიორგი ქავთარაძე    

სხვა სტატიები