ტოკიოს გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იასპარეზებს
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
3-4 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ტოკიოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით არის რეგისტრირებული.
Live.ge-ს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლაშა გუჯეჯიანმა დაუდასტურა, რომ ტოკიოს გრანდ სლემზე მამაკაცებიდან მხოლოდ ერთადერთი ძიუდოისტი - ლაშა ბექაური იასპარეზებს.
დანარჩენი 5 სპორტსმენი კი ქალები იქნებიან.
შემადგენლობა 2022 წლის ტოკიოს გრანდ სლემისთვის
-90 კგ: ლაშა ბექაური
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი; ნინო ლოლაძე
-63 კგ: ეთერ ასკილაშვილი
-70 კგ: ნინო გულბანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი